Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - თმა

 

Перевод с грузинского языка თმა на русский

თმა

ბალანი ტანისა ცხოველთასა და საკუთრად კაცთა თავისა (მატ. 5, 36 და 10, 30), влас, волос. ერთსა თმათაგანსა ეცოდების ბეწვი (ხოლო ბეწვეული ნახე თჳსსა ადგილსა). ვაჟთა თმასა გრძელსა და სრულსა ვარჯი. ვარჯისგან დაყოფილთა თითის სიმსხოდ ხუჭუჭად გრეხილთა და გარდატევებულთა კიკინები, მრგუალად მოკვეცილთა და გარემო შემოპარსულთა ქოჩორი, თხემის ნაპარსთა სამღუდელოთა კურთხევის დროს კოჭიკური, ხოლო საეროთა ნაპარსთა ჯენჯი, შუბლთასა თვალთ ზემოთ წარბი, თჳთ თუალთა გარემოს წამწამი, ცხვირის ქვემოთ ბაგეთასა ულვაში, ნიკაპისა და ყბათასა წვერი, ქალთა თმათა შვენიერად და გრძლად ნაწნავთა დალალი და ჭავლი, საფეთქელთა და ყურთა საფარებლად ჩამოშვებულთა ზილფი და კავები, სომხურად მაწაკი, შუბლთა საშვენებელსა წინამო და ღულამბარი; ბოვშთა, უასაკოთა პირსა ზედა გინგლი და ბუსუსი, ცუდთა და მცირეთა ანუ თხელთა ბუჭუჭი, კაცთა ტანის თმათა ფაჩუნი (ფაჩუნიერი ნახე).

კუალად ოთხფერხთა ბალანცა ითქმის თმად (მატ. 3, 4) влас, волос верблюжий. ხოლო ვიეთთამე აქლემის თმა დაუწერიათ სტევად; ცხოვართა და თხათა ნაპარსსა თმასა მატყლი, არამედ თხათა ბალნის ძირსა ლბილსა თმასა თხისური და თივთიკი, ზროხათა და სხუათა ხვასტაგთა და ნადირთასა ბალანი, ძაღლთა და მხეცთა გრძელსა და ხშირსა ბალანსა ბანჯული, ღორთა. აფთართა და მისთანათა ქეჩოსა და ზურგის სხჳლსა ბალანსა ჯაგარი, ცხენთა, ჯორთა და ეგევითართა ქეჩოს თმასა ფაფარი, კუდთასა ძუა, ქაჩაჩისასა საოლავი, მხეცთა გაცვივნულსა ბალანსა განგური, ხილთა და ბალახთასა ბუსუსი და ჩინჩილა.

Рейтинг статьи:
Комментарии:

См. в других словарях

1.
  волос; волосы ...
Грузинско-русский словарь

Вопрос-ответ:

Похожие слова

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины